პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა" ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" დაჯარიმების ფაქტს აპროტესტებს.
როგორც "საქართველოს გზაში" აცხადებენ, "თრიალეთის" დაჯარიმება ხელისუფლების მიერ თავისუფალ მედიაზე ზეწოლის ერთ-ერთი მაგალითია.
"თავისუფალი მედია დემოკრატიის უმთავრესი კომპონენტია. პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა" საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს და მთლიანად საზოგადოებას მოუწოდებს არ დაუშვას მორიგი უკანონობა ხელისუფლების მხრიდან და დავაფიქსიროთ საკუთარი, მკვეთრი რეაქცია თავისუფალი მედიის ზეწოლის ფაქტზე"- ნათქვამია განცხადებაში.
"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახლადშექმნილ მედიაგაერთიანებას აღნიშნული საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.
კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ "თრიალეთი" 29 მარტს 5 000 ლარით დააჯარიმა.
კომისიის ცნობით, სანქცია ტელე-რადიო კომპანიას ქ.გორში რადიოსიხშირული სპექტრის ულიცენზიო გამოყენებისთვის დაეკისრა.

















