საქართველოს პარლამენტში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის
ოცდამეცხრამეტე სხდომა 4-5 აპრილს გაიმართება.
ღონისძიების მონაწილეებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერჰი პოდჰორნი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი მიმართავენ.
შეხვედრის მონაწილეები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოც წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას მიიღებენ.

















