ნატოს გენერალურ შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომა უკვე მიმდინარეობს.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეებმა ოფიციალური განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.
ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში ბოლო დროს გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის, ურთიერთობის, ასევე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ "მოდელი"ქვეყანაა.
რასმუსენმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა IშAF-ის სამშვიდობო მისიაში საქართველოს წარმატებული მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ზრუნავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ისე მსოფლიო უსაფრთხოების შექმნაზე.
"საქართველო ნატოსთვის მნიშნველოვანი პარტნიორია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქარველო გახდება ნატოს წევრი. ეს გადაწყვეტილება მყარად რჩება ძალაში. ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში. ალიანსი არ სცნობს საქრთველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი. ასევე, ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში უცხოელი დამკვირვებლების ჩართულობაზე.

















