ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციური პარტიების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე ძირითადი პასუხისმგებლობა ოკუპანტებს ეკისრებათ,
- ამის შესახებ დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სრული განუკითხაობაა, რომლის მიზეზი ერთის მხრივ არის ის, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და მეორე მხრივ, ოკუპანტებს ადამიანის უფლებების დაცვა არ შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის ცხინვალის ოპოზიციის ლიდერის, ალა ჯიოევას შტაბზე თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც მას ინსულტი განუვითარდა. იგი ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოშია მოავსებული. დე-ფაქტო ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.

















