პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგასთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა.
„ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა თანამშრომლობა შედგეს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ „ამომრჩეველთა ლიგასთან“ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მოვლენების განვითარებას დააკვირდება.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩევლთა ლიგის“ პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. მას კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელიაც ესწრებოდა. ლიგას ყოფილი დეპუტატი კოკა გუნცაძე ხელმძღვანელობს. ორგანიზაციაში გაერთიანდნენ ლევან და გია გაჩეჩილაძეები და გოგა ხაინდრავა.

















