დე-ფაქტო აფხაზეთის ახლადარჩეულ ე.წ პარლამენტში პირველი სხდომა დღეს ჩატარდება.
"აფსნიპრესის" ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებულებას აფხაზეთის დე-ფაქტო
პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი უკვე მოაწერა.
პირველ სხდომაზე სეპარატისტთა ე.წ. პარლამენტი, რომელიც 35 მანდატიანია, თავმჯდომარეს აირჩევს.
არჩევნების პირველ ტურში 10 მარტს, 13 დეპუტატი აირჩიეს, 25 მარტს ჩატარებულ მეორე ტურში - 20 დეპუტატი.

















