ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც "ოსინფორმი" იუწყება, შესაბამის ბრძანებას დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხელი დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა მოაწერა.
თანამდებობიდან ხუგაევის გათავისუფლების მიზეზები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

















