მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებულ ბაბუცა გორდაძეს სიკვდილით აღარ დასჯიან, მას მალაიზიის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი მალაიზიის სასამართლომ ბრალდებულს დღეს დილით გამოუტანა. პატიმრობის ვადის ათვლა გორდაძის დაკავების დღიდან ხდება. სასამართლო პროცესი კუალა ლუმპურში 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ბაბუცა გორდაძე დარეჯან კოხტაშვილთან ერთად, მალაიზიაში 2010 წლის ოქტომბერში ნარკოტიკების გადატანისა და საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
მალაიზიის მხარემ დარეჯან კოხტაშვილთან 30 მარტს საპროცესო გარიგება გააფორმა და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















