საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" მთავარი მიზანი ქვეყანაში თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა.
ამის შესახებ "ამომრჩეველთა ლიგის" წარმომადგენლებმა დღეს ლიგის პრეზენტაციაზე განაცხადეს.
"ამომრჩეველთა ლიგას" კოკა გუნცაძე უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი დირექტორი კი -იურისტი ლევან ჩიკვაიძეა.
ორგანიზაცია აქტიური სამოქალაქო მოძრაობის დაწყებას გეგმავს. ლიგის აღნიშნულ იდეას საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - ლევან გაჩეჩილაძემ, ზაზა პაპუაშვილმა, ბიძინა გეგიძემ, შოთა გლურჯიძემ, გია ყარყარაშვილმა, გია გაჩეჩილაძემ და სხვებმა დაუჭირეს მხარი.
ლიგის პრეზენტაცია დღეს დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში გაიმართა.

















