ლევან გაჩეჩილაძე 28 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ
გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
"თავისუფალი არჩევნებისთვის ბრძოლა გაიმართება, ბრძოლაში მე ბევრი ტყუილი და ღალატი მაქვს ნანახი, თუმცა, ერთგულებაც და სიმართლეც. ეს არის ის რისთვისაც ვიბრძვი" - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ ბრძოლაში ყველაზე წარმატებული ქართველი ჩაერთო, რომლის საშუალებით საქართველოს ბრძოლის განახლების შესაძლებლობა მიეცა.
"მე არ ვაპირებ არსად წასვლას და სადაც ვიდექი იქ დავდგები ისევ" - აღნიშნა გაჩეჩილაძემ, რომელიც "ამომრჩეველთა ლიგაში" ერთიანდება.

















