საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდებიან.
ფრაქციის წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ე.წ. ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას და კონკურენციის საკითხებს.
შეხვედრა პარლამენტში 13.00 საათზე დაიწყება.

















