logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ქეთი დოლიძე ივანიშვილის პარტიაში კულტურისა და უფლებების დაცვის საკითხებზე იმუშავებს
ქეთი დოლიძე ივანიშვილის პარტიაში კულტურისა და უფლებების დაცვის საკითხებზე იმუშავებს
18:00 02.04.2012
"ბიძინა ივანიშვილს ახლა ძალიან სჭირდება ჩემნაირი ადამიანების მხარდაჭერა" - ეს განცხადება "ნიუსპრესთან" საუბარში რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გააკეთა, რომელიც კოალიცია "ქართულ ოცნებას" უერთდება.
რეჟისორის თქმით, ივანიშვილის გუნდში გაერთიანება მას ქვეყანაში არსებულმა ვითრებამ გადააწყვეტინა.
"საზოგადოება იმდენად არის დეგრადირებული შიშისგან, რომ არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომ მინდა რაღაც შეიცვალოს. მე მჯერა ბიძინა ივანიშვილის, მას ჩვენგან არაფერი სჭირდება" - განუცხადა "ნიუსპრესს" დოლიძემ და აღნიშნა, რომ ივანიშვილის პარტიაში საზოგადოებრივი, კულტურისა და უფლებების დაცვის კუთხით იმუშავებს.
დოლიძის განმარტებით, კანონმდებლობასა და იურიდიულ საქმეებში ჩარევას არ აპირებს, გარდა იმისა, რაც კულტურის სფეროს შეეხება.
"მინდა ჩემი კოლეგები, რომლებიც ძალიან მიყვარს თავისუფლები იყვნენ და რაღაცეებზე უარს იმიტომ არ ამბობდნენ, რომ სამსახურიდან არ მოხსნან ან მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა არ განხორციელდეს"- აღნიშნა რეჟისორმა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილს გასულ წლებში ხელისუფლების დაფინანსებაში ადანაშაულებს, თავად საეჭვო ფულით ფინანსდება.
"ოპოზიცია თავის დროზე სად იყო? ერთად არ იყვნენ? ექვსეულები, რვიანები, ხუთიანები, ათიანები. მე მაინტერესებს ახლა ვინ აფინანსებს ამ ოპოზიციურ პარტიებს, საიდან იღებენ ფულს, როგორ დადიან რეგიონებში... ვინ აძლევს ამ ფულს? ხელისუფლება?" - დასძინა დოლიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა