ფესტივალ ""არტ-გენის" დამფუძნებელი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა, შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდეს.
პრეზიდენტმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ზაზა კორინთელის, გივი კუბლაშვილისა და გიორგი ჯანოაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
კორინთელი 2004 წლიდან ფესტივალ ""არტ-გენის" დამფუძნებელი და არტ-დირექტორია, მან ასევე, საქველმოქმედო ფონდი "წამი" დააფუძნა.
1983 წელს დაბადებული გივი კუბლაშვილი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობის მთავარი სპეციალისტია, გიორგი ჯანოაშვილი კი, 2009 წლიდან ვაკე-საბურთალოს რაიონულ გამგეობაში, მთავარ სპეციალისტად მუშაობს.
სამი კანდიდატურიდან პარლამენტს ერთის არჩევა მოუწევს.

















