მეზღვაურთა უფლებების დასაცავად მთავრობა საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, რომელიც პარლამენტში განსახილველად შევა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი საზღვაო სამართლის ცალკეული საკითხების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
„უკანასკნელ პერიოდში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, რომ საზღვაო სფეროში რეფორმა გატარებული. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაცემული ნებისმიერი სერტიფიკატის მფლობელი მეზღვაური თავს დაცულად გრძნობდეს. შრომითი კონტრაქტი ისეთ პირობებს ითვალისწინებდეს, რომ ჩვენი მეზღვაურები არასოდეს ჩავარდნენ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაც ამ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ“ – განაცხადა ხუროშვილმა.

















