თბილისის მერმა გიგი უგულავამ დენდროლოგიური პარკის ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავებისა და ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გიგი უგულავამ გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დენდროლოგიურ პარკში დღეს 100 ძირი ხე დარგო.
მერიის ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებები პარალელურად ქალაქის მასშტაბით ყველა პარკსა და სკვერში მიმდინარეობს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის 60 000-მდე ხე დაირგო.

















