ქართულმა მხარემ "ბილაინის" მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიების საკითხი რამდენიმე დღის წინ შეიტყო.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო აღნიშნული საკითხის დაყენებას საქართველოში შვეიცარიის ელჩთან შეეცდება.
"ჩვენ აღნიშნულ კერძო კომპანიასთან გარკვეული ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია გაირკვევა" - განაცხადა კალანდაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ,,ბილაინი"" აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. კომპანიის ვებ-გვერდზე რუბრიკაში - "მოგზაურობა მსოფლიოში" ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე სახლმწიფოდ არის შეტანილი.

















