აშშ-ს მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნის ვადების თაობაზე, საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას არ ფლობს,
აქედან გამომდინარე, ძნელი სათქმელია არჩევნების დროს აშშ-ს რომელი ელჩი იქნება საქართველოში - აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინომ კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
ქართული მხარის ვარაუდით, ამერიკის ახალი ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის დანიშვნა ზაფხულამდე მოხდება.
"თუმცა პოლიტიკური გადმოსახედიდან ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამერიკის პოლიტიკური კურსი საქართველოსთან მიმართებაში უცვლელი რჩება - საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად და მეგობრად განიხილება. საქართველოში მისი ნებისმიერი წარმომადგენელი ოფიციალური ვაშინგტონის კურსის გამტარებელი იქნება"-განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მან ასევე აღნისნა, რომ რიჩარდ ნორლანდის მიერ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებების ტონი არა კრიტიკული, არამედ ინფორმაციული იყო.
რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ-ს ელჩად უკვე დამტკიცებულია. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე ჯონ ბასს ჩაანაცვლებს.

















