საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გიორგი კარბელაშვილს ქართველი მეზღვაურების
გათავისუფლების საქმეში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
"მოვახერხეთ და ფაქტიურად ხელიდან გამოვგლიჯეთ მათ ქართველი მეზღვაურები. კარბელაშვილმა კი, ამისთვის ძალიან დიდი შრომა გასწია" - განაცხადა სააკაშვილმა.
სოხუმში 10 თვიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებულმა ქართველმა მეზღვაურებმა ენგურის ხიდი 30 მარტს გადმოლახეს.
მათ ადგილზე ოჯახის წევრებთნ ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და თურქეთში საქართველოს კონსული ზურაბ პატარაძე დახვდნენ. თურქული ხომალდი რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ, სტამბოლიდან ფოთის მიმართულებით გადადგილდებოდა 2011 წლის მაისში ოჩამჩირის პორტში გაურკვეველ ვითარებაში შევიდა.

















