საქართველო თავის მოქალაქეებს არსად მიატოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მალაიზიაში დაკავებული დარეჯან
კოხტაშვილის საქმეზე მიღწეული საპროცესო გარიგების შეფასებისას განაცხადა.
"ძალიან ვიყავით შეშფოთებული მალაიზიაში დაკავებული ქართველების დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის მდგომარეობით. ცოტა ხნის წინ სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ კოხტაშვილთან დაკავშირებით. შევეცდებით, რომ მან დარჩენილი 4 წლიანი პატიმრობა საქართველოში მოიხადოს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში, 2010 წლის ოქტომბერში ნარკოტიკების გადატანისა და საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
მალაიზიის მხარემ დარეჯან კოხტაშვილთან 30 მარტს საპროცესო გარიგება გააფორმა და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















