"სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამა" შემუშავდა. ამის თაობაზე შესაბამისი დადგენილება პრემიერმა ნიკა გილაურმა
გამოსცა.
პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და განვითარება.
სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს მოიცავს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებს რეანომობილი, ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანა შეემატება.
პროგრამის ბიუჯეტი 8 784,0 ათასი ლარით განისაზღვრება.

















