ფასების სამმართველოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შვედი სტატისტიკოსები სტუმრობდნენ.
როგორც "ნიუსპრესს" საქსტატიდან აცნობეს, ფასების სამმართველოში მწარმოებელთა ფასების ინდექსთან დაკავშირებით, მსგავსი ვიზიტი რიგით მესამეა.
შვედი სტატისტიკოსები ქართველ კოლეგებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მწარმოებელთა ფასების ინდექსის მეთოდოლოგიურ და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხებს განიხილავდნენ.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3–წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, შვედეთის სტატისტიკა "საქსტატს" ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ტექნიკურ დახმარებას უწევს.
პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

















