საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე სოლვიტა აბოლტინა ეწვია.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აბოლტინა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ლატვიის სეიმის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან.
სილვიტა აბოლტინა ასევე ლატვიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას დავით ბაქრაძეც მიიღებს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კი სტუმრის პატივსაცემად კონცერტი გაიმართება.
ლატვიის სეიმის თავმჯდომარე საქართველოს 15 თებერვალს დატოვებს.

















