უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირაში სახალხო დამცველის 650 გვერდიანი ანგარიშის განხილვას იწყებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას განცხადებით, ომბუდსმენი გიორგი ტუღუში 2011 წლის ანგარიშს ჯერ საკომიტეტო სხდომების ფორმატში, შემდეგ კი, სესიაზე დეპუტატებს გააცნობს.
სახალხო დამცველის წლიური ანგარიში პარლამენტში 28 მარტს შევიდა. მასში დაახლოებით 300 გვერდი პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას ეთმობა. ასევე, საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ომბუდსმენი აქციების გაშუქების დროს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზეც აკეთებს აქცენტს. ანგარიშში მოხვდა 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაფიქსირებული დარღვევები.
ანგარიშში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში რამდენიმე უწყებას კონკრეტული რეკომენდაციებითაც მიმართავს.

















