საპარლამენტო კომიტეტები მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე იმსჯელებენ.
დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა 30 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო.
ამ ცვლილებების თანახმად, კანონში "დაკავშირებული პირის" ცნება აღარ იქნება. პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო, კონტროლის პალატას უფლება აღარ ექნება პირს შეზღუდვები დაუწესოს. ასევე, ამომრჩეველს პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება, შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა.
საპარლამენტო კომიტეტები "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში"ცვლილებებზეც იმსჯელებენ.

















