ბულგარეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხში ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ნიკა
გილაურმა მთავრობის კანცელარიაში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი განმარტებით, ბულგარეთი საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხში, ასევე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გარდა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა, საქართველოს და ბულგარეთს ბევრი საერთო აქვთ სხვა სტრატეგიულ საკითხებშიც, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის მხრივაც.
"რამდენიმე დღის წინ ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტა რუსეთის მიერ დაფინანსებული ალექსანდროპოლის ნავთობსადებნისა და ატომური სადგური მშენებლობის შეჩერება" - განაცხადა გილაურმა.
ერთობლივ პრესკონფერეციაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმაც დააფიქსირა.
ბოიკო ბორისოვის თქმით, ბულგარეთსა და საქართველოს საერთო მიზნები აქვთ ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით.
"ვცდილობთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენ ხალხს მეტი სარგებელი მოვუტანოთ" - აღნიშნა თბილისში მყოფმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.

















