საქართველო და ბულგარეთის თანამშრომლობის ფარგლებში რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდება.
მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, დაგეგმილია ოთხი დოკუმენტის ხელმოწერა.
ბულგარეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები დღეს მთავრობის კანცელარიაში, საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობებს შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაური და თბილისში მყოფი ბოიკო ბორისოვი, პრესკონფერენციას გამართავენ.
გარდა ამისა, ბულგარეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებისა და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსისტეტსა და სოფიის წმინდა კლიმეტი ოხრიდსკის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მეორანდუმის გაფორმება.
ბოიკო ბორისოვი საქართველოს პრეზიდენტს და პატრიარქს შეხვდება.

















