პირველი სხდომა დე-ფაქტო აფხაზეთის ახლად არჩეულ ე.წ პარლამენტში 3 აპრილს ჩატარდება.
"აფსნიპრესის" ინფორმაციით, შესაბამის ე.წ. ბრძანებულებას აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი უკვე მოაწერა.
პირველ სხდომაზე სეპარატისტული ე.წ. პარლამენტი, რომელიც 35 ადგილია, ე.წ. სპიკერს აირჩევს.
ე.წ. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 10 მარტს გაიმართა, 13 დეპუტატი აირჩიეს. 25 მარტს ჩატარებულ მეორე ტურში კი - 20 დეპუტატი იქნა არჩეული.

















