პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება
10:02 13.02.2012
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება და საგაზაფხულო სესიის გეგმებზე იმსჯელებენ.
განიხილება თუ არა საკადრო საკითხები და საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციაში დაგეგმილი ცვლილებები, უმრავლესობის წევრები ჯერ არ აკონკრეტებენ.
პრეზიდენტთან მმართველი ფრაქციის შეხვედრა 17.00 საათზეა დანიშნული, მანამდე კი პარლამენტში უმრავლესობის დახურული შეხვედრა გაიმართება. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც უმრავლესობის წევრები დახურულ შეხვედრაზე იმსჯელებენ, ვანის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან ხურციძის უმრავლესობიდან გარიცხვა იქნება.