საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ევროპის "სახალხო პარტიის" პოლიტიკური ჯგუფის წევრებთან ერთად, "აღმოსავლეთ პარტნორობის" საპარლამენტო ასამბლეა "ევრონესტის"
პლენარულ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც "ნიუსპრესს" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ამ ასამბლეაში საქართველოს ყოფნა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"ევრონესტში" ევროპის "სახალხო პარტიის" წევრები საქართველოს სტუმრობდნენ. მათ გუშინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა. გაფართოებულ შეხვედრას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 23 დეპუტატი და მათი ქართველი კოლეგები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე დემოკრატიული არჩევნების შესახებ და ამ პროცესში ევროპელ პარლამენტართა და დამკვირვებელთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

















