ქვეყნის სტაბილურობის საფუძველი თავისუფალი მოქალაქეა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა, რომელიც
დღეს მრგვალ ბაღთან, კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ გამართულ აქციას დაესწრო, სადაც ძირითადი მოთხოვნა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იყო.
„სტაბილურობის საფუძველთა საფუძველი თავისუფალი მოქალაქეა. ეს თავისუფლება სააკაშვილის ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს წაართვა. ჩვენ მას კონსოლიდაციითა და ერთად დგომით დავიბრუნებთ, რაც მთავარია, დავიბრუნებთ იმ არჩევნებით, რომელიც კონკურენტულ გარემოში უნდა ჩატარდეს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, დღევანდელი აქცია თავისუფალი მოქალაქეებისა და მათი აქციაა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია.

















