ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები - ბაჩუკი ქარდავა, გურამ ჩახავძე და გოგა გოგნიაშვილი დღეს, ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ედპ-დან აცნობეს, შეხვედრა „კარდაკარის“ კამპანიის ფარგლებში ხორციელდება.
"შეხვედრაზე ჩვენ მოსახლეობას და მხარდამჭერებს იმ პოლიტიკურ გზას ვაცნობთ, რომელსაც საზოგადოებას ვთავაზობთ – გზას, რომელიც დამყარებულია არა საზოგადოების პოლარიზებაზე, არამედ მეტ არჩევანს და თავისუფლებას აძლევს ამომრჩველს. თავად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ბოლნისის მოსახლეობამ ედპ-ს წარმომადგენლებს მათ წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და მიწის პრივატიზების პრობლემები გააცნო.
ბოლნისში ედპ-ს წევრებმა პარტიის პოლიტიკური კურსისა და სოციალურ-ეკონომიკური ხედვის ამსახველი ბუკლეტები და ფლაერებიც დაარიგეს.
„კარდაკარის“ კამპანიის მორიგი შეხვედრა რუსთავში გაიმართება.

















