საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ გამგეობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ენისა და კულტურის თემატური ჯგუფების გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე ივანიშვილი კულტურისა და ენის საკითხებზე თემატური ჯგუფების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ ხედვას გაეცნო.
შეხვედრის დასასრულს, შეკრებილ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა მოახერხოს იმის კარგად გაცნობიერება, რომ სახელმწიფო ხალხს ეკუთვნის, ხელისუფლება კი - ხალხს ჰყავს დაქირავებული.
„ამის მიღწევა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებით და მისი როლის გაძლიერებითაა შესაძლებელი. ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სტრატეგია. მათ შორის, ენასა და კულტურაშიც ყველაფერი დავალაგოთ. ჩამოვაყალიბოთ სად მივდივართ, როგორი პოლიტიკური წყობა გვინდა. ამის შემდეგ მე დავბრუნდები საზოგადოებაში“ - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრაზე.

















