საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართველი პოეტის, მთარგმნელის, გერმანისტისა და პედაგოგის ამირან (პაკო) სვიმონიშვილის გარდაცვალების გამო.
„მე მას ვიცნობდი, როგორც უნიჭიერეს პოეტს და მთარგმნელს, მოსწავლეებისათვის უსაყვარლესს პედაგოგს. ამირანი ჩემი თაობის ერთ-ერთი ნათელი და პერსპექტიული პიროვნება იყო.
ამ დიდი მწუხარების ჟამს, თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ამირან სვიმონიშვილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს“- ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ახალგაზრდა ქართველი პოეტი, მთარგმნელი, გერმანისტი და პედაგოგი ამირან (პაკო) სვიმონიშვილი დღეს გარდაიცვალა.