თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატმა“ დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის 2012 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს სოციალური და გაუმართლებელი უწოდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან 4 168 000 ლარის, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებიდან 3 800 000 ლარის დაკლება გაუმართლებელია.
გაბუნიას თქმით, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები პოლიტიკური ინტერესების განხორციელების ხარჯზე მოხდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი თანხის მობილიზება მოხდეს მათ საარჩევნო ყულაბაში.
„ამ გზით პოლიტიკურ ინტერესებს და კალენდარს შეეწირა ასობით თბილისელის ინტერესები და სურვილები. ამის გამო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები“ მხარს არ ვუჭერთ აღნიშნულ ცვლილებებს” – განაცხადა გაბუნიამ.

















