პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსთვის გადაგზავნილი მასალები განიხილეს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მას „ქართული ოცნების“ წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაცია ამის თაობაზე არასამთავრობოებს „თავისუფალი დემოკრატები“-ს ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თავად მიაწოდა.
მან რამდენიმე დღის წინ, უშიშროების საბჭოს დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია გაუგზავნა. მან შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილე კონკრეტული პიროვნებები დაასახელა.

















