პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაციის წინასწარ განზრახულ მცდელობად აფასებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგების გაყალბება და კონკრეტული მიზნისთვის გამოყენება საქართველოს რეალობაში ახალი არ არის, რადგან კვლევის დაწყების წინ განსაზღვრულია მიზანი და საბოლოო შედეგიც.
„მსგავსი მეთოდის გამოყენებას ჰქონდა ადგილი 6 მარტს. ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე დაისვა კითხა: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ საარჩევნო სუბიექტს დაუჭერდით მხარს?“ სავარაუდო პასუხებში „დემოკრატიული მოძრაობა“ მითითებული არ იყო. მარტის ბოლოს კი, როდესაც გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, ჩვენთვის მოულოდნელად, სავარაუდო პასუხებში „დემოკრატიული მოძრაობაც“ გამოჩნდა შესაბამისი, ლოგიკური ნულოვანი შედეგით“ - ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიულო მოძრაობის“ განცხადების თანახმად, ამ შემთხვევაში, ელემენტარულ უპასუხისმგებლობას ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაციის წინასწარ განზრახულ მცდელობას აქვს ადგილი.
„იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ფაქტები ხშირია, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შესაბამისი გამოკითხვის ტენდენციურობაზე და ელემენტარულ თაღლითობაზე გავაკეთოთ აქცენტი“ - აღნიშნული განცხადებაში.

















