საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” ინიციატივებს “შუშის სასახლემდე მიღწევის პარანოიდულ მცდელობად” აფასებს.
ამის შესახებ წიკლაურმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ოპოზიციურმა ფრაქციამ პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
“ასეთი სისასტიკე რასაც ივანიშვილი ამ ადამიანების მიმართ იჩენს, არ მინახავს. სამი თვეა ადამიანები გიჟებად გადაიქცნენ. ვხედავთ თეატრალურ წარმოდგენებს ხან ერთის, ხან მეორის შესრულებით. ყოველგვარ უგვანობას და უზნეობას ვხედავთ რაც კი ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. შეიძლება ასეთი სასტიკი იყოს ადამიანი, რომ ეს ლტოლვა ვერ დაინახოს? რა გახდა, რომ ამ მილიონებს სხვებს აძლევენ და ამათ ვერ ხედავენ?” – განაცხადა წიკლაურმა „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრების მისამართით.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა დღეს მხარი არ დაუჭირეს.

















