პარლამენტმა დღეს დროებითი საგამოძოებო კომისიის შექმნაზე უარი თქვა და კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი ჩააგდო.
"პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის" საკითხს მხოლოდ 7–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამ საკითხის კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში "ქრისტიან–დემოკრატები" არ იმყოფებოდნენ.
კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი ჯონდი ბაღათურია იყო.
ბაღათურიამ განათლების სექტორში მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას საქმიანობის ამსახველი სქემა პარლამენტის ტრიბუნიდან ე.წ სლაიდების საშუალებით წარადგინა.
კომისიის შექმნის წინააღმდეგი საპარლამენტო უმრავლესობის 70 წევრი აღმოჩნდა, რის გამოც საკითხი ჩავარდა.

















