"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ აკაკი მინაშვილსა და გოკა გაბაშვილს ",კორუფციასთან მებრძოლი რაინდები" უწოდა.
ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საქმიანობის დამადასტურებელი მასალები დღეს პარლამენტის პლენარულს ხდომაზე წარადგინა.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით პარლამენტის დღის წესრიგში "პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავარობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი" შევიდა.
ჯონდი ბაღათურიამ მასალები დიდი ეკრანზე თითქმის ნახევრად ცარიელ დარბაზში წარადგინა და განაცხადა, რომ "კარგი იქნებოდა კორუფციასთან მებრძოლი რაინდები – გაბაშვილი და მინაშვილი დარბაზში ყოფილიყვნენ".

















