საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ხაბაზმა დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატი პეტრე მამრაძე გააკრიტიკა.
ხაბაზი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრის პეტრე მამრაძის განცხადების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ძალაუფლება ხელისუფლებას რყვნის.
"ბატონო პეტრე, რაც თავი მახსოვს ყოველთვის ხელისუფლებაში იყავით, ეს თურმე რყვნის. გეტყობათ ბატონო პეტრე" - მიმართა ხაბაზმა მამრაძეს.

















