არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" ლიდერმა ვალერი გელბახიანმა დღეს ბრიფინგზე გარკვეული დრო პოლიტიკური
კოალიცია "ქართული ოცნების" განცხადებების შეფასებას დაუთმო.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოვა.
გელბახიანმა "ქართული ოცნების" პოლიტიკური კურსის ორი მიმართულებით განვითარება ივარაუდა და განაცხადა, რომ ერთი გზაა - შეიქმნას ერთიანი ფრონტი, სადაც სააკაშვილის რეჟიმი დიქტატორულად გამოცხადდება და მასში ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდება. ხოლო რაც შეეხება მეორე გზას, მისი თქმით, ეს არის არჩევნების შემდეგ დაბალანსებული სამ პოლიტიკურ სუბიექტიანი პარლამენტი, რადგან მისი აზრით, საარჩევნო ბარიერს სამი პარტია გადალახავს.
"ამ პარლამენტში ყველა კმაყოფილი იქნება და დემოკრატიაც კლასიკური გზით განვითარდება. ეს არის გზა, რომელსაც "ქართული ოცნება" ამ ეტაპზე ახორციელებს და რომელსაც სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ მივიღებთ" - განაცხადა გელბახიანმა.

















