ამომრჩეველის მოსყიდვა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება და ადმინისტრაციულ ნაწილში გადადის.
აღნიშნული განცხადება პავლე კუბლაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა. ამ საკითხზე შეკითხვა "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა დასვა.
პავლე კუბლაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების წინააღმდეგია.
"ამომრჩევლის მოსყიდვაც მძიმე დარღვევაა და ხმებით ვაჭრობაც. არავის უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ მისი ხმა სავაჭრო გახადოს" – განაცხადა კუბლაშვილმა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებით, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის არჩევნებში ხმის მიცემის ან ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით, დაპირება, გადაცემა ან გაწევა 100 ლარამდე, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით გამოიწვევს, იურიდიული პირების დაჯარიმებას კი 500 ლარით.

















