ბურჯალიანი - პრეზიდენტის კორუფციაში მონაწილეობაზე არგუმენტებში ფაქტობრივი უზუსტობებია
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინათინ ბურჯალიანის შეფასებით, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილეობის შესახებ არგუმენტები, ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. ამის შესახებ მან სამთავრობო საათზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი მოქმედებები არ მიმდინარეობს.
ბურჯალიანის განმარტებით, პრეზიდენტის 2007 წლის 22 მარტის #127 დადგენილებით, "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს" ქონება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული ფასით გადაეცა.
რაც შეეხება რადიო "მუზას", რომელიც ბაღათურიას ინფორმაციით, პრეზიდენტის მეუღლეს ეკუთვნის, მან საქველმოქმედო ფონდ "ქართუს"-გან საჩუქრად 1 101 294 ლარი მიიღო, ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კონკრეტული განმარტება გააკეთა.
ბურჯალიანის თქმით, რადიო "მუზა" არაკომერციული, არასამეწამეო იურიდიული პირია, ის არ არის ორიენტირებული მოგებაზე და შესაბამისად, მისთვის გადაცემული ნებისმიერი ტიპის შემოწირულობა და საჩუქარი საქართველოში კლასიკური მუსიკის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება.
მისივე თქმით, ასოციაციის დამფუძნებლები და წევრები მატერიალურ და სხვა სახის უპიტესობას არ იღებენ, შესაბამისად არ არსებობს კორუფციის ნიშნები.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მიერ მინისტრებისთვის გადაგზავნილი 10 შეკითხვიდან, 5 პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციასთან შესაძლო კავშირს შეეხებოდა.

















