ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხზე პასუხი შესაძლოა, 5 აპრილის შემდეგ გასცენ.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას განმარტა, რომ 2012 წლის 5 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მინიჭება მოითხოვა.
„ხარვეზის გამოსწორებისთვის თუ არ ვცდები 4 დღე მივეცით და ხარვეზის გამოსწორებისთვის გათვალისწინებული რამდენიმე დღე შესაძლოა, დაემატოს. სამთვიანი ვადა არ დარღვეულა. გარწმუნებთ, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესაბამისი სტრუქტურები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს ეცნობება როგორც ბატონ ივანიშვილს ისე საზოგადოებას“ – განაცხადა ბურჯალიანმა.
ორგანული კანონით „მოქალაქეობის შესახებ“ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის 3 თვიანი ვადაა დაწესებული.

















