პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა ქართული საზოგადოება, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და
საერთაშორისო თანამეგობრობა სიცრუეში ემყოფებინა - აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს დედოფლისწყაროში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე გააკეთა.
„ეს არის სააკაშვილის დემოკრატია, ის ხშირად ცრუობს, სიცრუის პროფესიონალია და შეიძლება სიცრუის ჩემპიონი დავარქვათ. მაგრამ ჩვენ გარდატეხა მოვახერხეთ, მისი ნამდვილი სახე ვაჩვენეთ და რაც დრო გავა მას საქართველოდან გასვლაც კი მოერიდება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ მის მიმართ უკანონობა ჩაიდინა და მის ჩამოშორებას ნებისმიერი გზით ცდილობს.
„მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ. ჩემი მოაქალაქეობის დაბრუნებამდე დაახლოებით ერთი კვირა დარჩა, აბა გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, პირველად საქართველოში რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა მოხერხდეს.

















