შინგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე ზღულაძის განცხადებით, სოლომონ ქიმერიძის საქმის გამოძიებითა სამინისტრო დაინტერესებულია და მინისტრმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.
ეკა ზღულაძის თქმით, ხაშურის პოლიციის უფროსი თანანმდებობიდან გადაყენებულია და კადრების განკარგულებაშია აყვანილი. მისივე თქმით, მინისტრის დავალებით უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა და ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა გაიზარდა შენობაში ნებისმიერი პირის დამატებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა სამინისტრო აცნობიერებს თავის მორალურ პასუხისმგებლობას“ – განაცხადა ეკა ზღულაძემ.
ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში ბრალდებულ სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკითხვა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებმა წერილობით დასვეს.
შს-ს ინფორმაციით, ქიმერიძე პოლიციის შენობაში კიბის მოაჯირიდან გადავარდა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

















