საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ მოითხოვენ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დააზუსტოს 5 აპრილამდე გაირკვევა თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი.
ამ შეკითხვით გიორგი ახვლედიანმა დღეს სამთავრობო საათზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს თინათინ ბურჯალიანს მიმართა.
„კინკლაობა უნდა დამთავრდეს. იქნებ დააკონკრეტოთ როდის იქნება ბოლო ვადა ყბადაღებულ თემაზე, რომელიც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას შეეხება“ – მიმართა ახვლედიანმა ბურჯალიანს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ახვლედიანისთვის კონკრეტული დრო არ დაუსახელებია და მხოლოდ ის განმარტა, რომ 3 თვიანი ვადა არ დარღვეულა და შესაბამისი სტრუქტურა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

















