დევნილების განსახლების პროცესი მტკივნეული იყო, თუმცა, მათ უკვე გაიაზრეს, რომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ კეთდებოდა.
ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა პარლამენტში განაცხადა.
სუბელიანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს მასშტაბით 732 შენობა დაუკანონდათ, მათგან თბილისში 247, ხოლო რეგიონებში 485.
სუბელიანმა დეპუტატებს დღეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგემის განსახორციელებლად 2011 წელს ჩატარებული სამუშაო და მიმდინარე წლის პრიორიტეტები გააცნო.

















