ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირში რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთოს დეპარტამენტის დირექტორს გუნარ ვიეგანდსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს დღეს შეხვდა.
ივანიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ბიზნესცენტრში გაიმართა.
შეხვედრაზე მათ საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

















