პარტია "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი ვალერი კვარაცხელია ტელეკომპანია "მე-9 არხიდან" მისი შვილის გათავისუფლებას, მის მიერ
"ქართული ოცნების" გაკრიტიკებას უკავშირებს.
როგორც კვარაცხელიამ განმარტა, მისმა შვილმა თამარ კვარაცხელიამ "მე-9 არხში" ერთი სეზონი იმუშავა და ხელმძღვანელობა მისით კმაყოფილიც იყო.
"როგორც კი ტელეეთერით "ქართული ოცნება" გავაკრიტიკე, ჩემი ქალიშვილი დაიბარეს და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. მისთვის მიზეზები არავის განუმარტავს, მხოლოდ ტელევიზიის დატოვება მოსთხოვეს" - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
იგი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ირაკლი ტრიპოვსკიმ და კახა ბექაურმა მიიღეს. ბექაური აღნიშნულ ტელევიზიას ხელმძღვანელობს.
თამარ კვარაცხელია "მე-9 არხიდან" გუშინ გაათვისუფლეს.

















